კახა კალაძე სომხეთისთვის ირანიდან გაზის მიწოდების საკითხს უარყოფითად აფასებს

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის შეფასებით, სომხეთისთვის ირანიდან გაზის მიწოდების საკითხი საქართველოსთვის წამგებიანი და მიუღებელია.

როგორც კალაძემ “გაზპრომის” ხელმძღვანელთან შეხვედრის შეფასებისას აღნიშნა, ამ საკითხზე მილერის მხრიდან შეხვედრაზე მინიშნება იყო.

“მათ გააკეთეს მინიშნება, რომ სომხეთს ბუნებრივი აირი მიაწოდონ ირანიდან. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ძალიან ცუდია და მიუღებელი იქნება. თუმცა, მათ ამის შესაძლებლობა გააჩნიათ, ამაზე იყო საუბარი. ირანი ძალიან საინტერესო ბაზარია. ძალიან დიდი რესურსების მქონე ქვეყანაა, ჩვენ გვაქვს დაწყებული მუშაობა ამ მიმართულებით. თქვენ იცით, რომ დეკემბერში ირანს სახელმწიფო სანქციები მოეხსნება სრულიად. ჩვენ უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ვიზიტს ირანში და, რა თქმა უნდა, განხილული იქნება საკითხები, რამდენად იქნება შესაძლებელი თანამშრომლობა სამომავლოდ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია ალეკო ელისაშვილზე: ის ან ცრუ ჩვენებისთვის აგებს პასუხს ან დაასაბუთოს ფაქტები
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი სასამართლო რეფორმის საკითხებზე დიალოგში მონაწილეობს