კახა კალაძე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის დევი ჭანკოტაძის განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის დევი ჭანკოტაძის განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, დღეს საქართველოს ტერიტორიების 20% რომ ოკუპირებულია, იმ პოლიტიკის შედეგია, რასაც მიხეილ სააკაშვილი და მისი თანაგუნდელები ახორციელებდნენ.

„ძალიან საწყენია, რომ ყველაფერი პოლიტიზებულია, სამარცხვინოს ვუწოდებ დევი ჭანკოტაძის განცხადებას. დღეს, რომ ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, დაკარგულია სოფლები, უამრავი ადამიანია დაღუპული, ეს არის სააკაშვილისა და მისი გუნდის პოლიტიკური ნაბიჯების შედეგი. აი, ეს არის დიდი უბედურება და სამწუხარო. აქეთ გვდებენ ბრალს იმაში, რაც თვითონ ჩაიდინეს, ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ევროპარლამენტში რეზოლუციას მოაწერეს ხელი. არ მინდა, იმ შინაარსის რაც იქ წერია”, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ახალი დეტალები – გარდაცვლილისთვის მიყენებული 33 ჭრილობიდან 6 საქმეში არსებულ დანას არ შეესაბამება
შემდეგი სტატია“ოცნების” შიგნით დაიწყო ერთმანეთის ჭამა” – ოპოზიცია იურიდიულ კომიტეტში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს ეხმაურება