კახა კალაძე შარლ მიშელის განცხადებაზე: საქართველოს კურსი ევროპული მომავალია, ამ გზაზე ჩვენმა ქვეყანამ თუ რაიმე წარმატებას მიაღწია, მოსახლეობასთან ერთად, “ქართული ოცნების” დამსახურებაა

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან შარლ მიშელის განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას ევროპულ გზაზე სვლის გაგრძელება მოუწოდა.

კახა კალაძის განმარტებით, საქართველოს კურსი ევროპულია და ამ გზაზე მიღწეული წარმატებები ქართველი ხალხის და “ქართული ოცნების” ერთობლივი დამსახურებაა.

“საქართველოს კურსი ევროპული მომავალია. ამ გზაზე ჩვენმა ქვეყანამ თუ რაიმე წარმატებას მიაღწია ეს ჩვენს მოსახლეობასთან ერთად, “ქართული ოცნების” დამსახურებაა. სხვა გზა მე არ ვიცი. მსგავსი მიზანმიმართული სპეკულაციები და განცხადებები არის სიცრუე და იმ ბინძური კამპანიის ნაწილი, რომელიც “გამჭირვალობის კანონთან” დაკავშირებით, მთელი თვეების განმავლობაში არსებობდა”,- განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, იგივე სიცრუის კამპანია უახლოეს წარსულში, მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებასთან დაკავშირებითაც მუშაობდა.

“სამწუხაროდ იგივე სიცრუის კამპანია იყო სააკაშვილთან მიმართებით, ყოველდღე რომ კვდებოდა, ვინ არ იყო ჩართული აღნიშნულ კამპანიაში. შეგიძლიათ მოიძიოთ სახელები და გვარები, რომლებიც აკეთებდნენ სამარცხვინო განცხადებებს და ტოლობის ნიშანს სვამდნენ სააკაშვილის განთავისუფლებასა და კანდიდატის სტატუსის მიღებას შორის. საოცარი პერიოდი გამოვიარეთ. სამწუხაროდ, დღესაც გრძელდება ეს ზეწოლა. მიუხედავად ამ ყველაფრისა საქართველოში მშვიდობა შენარჩუნდება. ვერავინ შეძლებს იმას, რომ საქართველომ გაიზიაროს უკრაინის ბედი”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე საფეხბურთო ნაკრების დაჯილდოების შესახებ პრეზიდენტის განკარგულებაზე: ეროვნული ნაკრების გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ ასეთი ორდენები, როცა თავიანთი კოლეგები, ვისთან ერათადაც იბრძოდნენ, გამოტოვეს
შემდეგი სტატიათბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ მდებარე კაფეს მომავალშიც იგივე სტატუსი ექნება, რაც აქამდე ჰქონდა