კახა კალაძე – საქართველოსთვის 14 მილიარდის გადაცემა არის ბლეფი და სისულელე

კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გიორგი ვაშაძემ საქართველოს მოსახლეობას რა უნდა უთხრან? მცდელობა აქვთ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 14 მილიარდი ევროს გადაცემის შესახებ.

მისივე განმარტებით, ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებამდეც ოპოზიციის მხრიდან მსგავსი დეზინფორმაცია ვრცელდებოდა.

„საქართველოსთვის 14 მილიარდის გადაცემა არის დიდი ბლეფი და სისულელე. კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გიორგი ვაშაძემ საქართველოს მოსახლეობას რა უნდა უთხრან? მცდელობა აქვთ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. გახსოვთ მათი კამპანია და განცხადებები, როდესაც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ვიმსახურებდით მას. მაშინ ამბობდნენ, რომ ამ გადაწყვეტილების გამო თურმე მილიარდობით გრანტი დავკარგეთ. დღეს ხომ გვაქვს კანდიდატის სტატუსი, სად არის მილიარდობით გრანტი? ვიდრე გამჭვირვალობის კანონი მიიღებოდა, ერთი თეთრი არ წამოსულა ამ მილიარდებიდან. 26 ოქტომბერს ყველას სათანადო პასუხი გაეცემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი – 12 წელი დაგვჭირდა, რომ 2008 წლის ტრაგედიისათვის პოლიტიკური შეფასება მიგვეცა, დღეს, ყოველგვარი მორიდების გარეშე ვსაუბრობთ ომის გამჩაღებელ „ნაციონალურ მოძრაობაზე“
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ როდესაც ხელისუფლებაში იყო, კლავდა და აუბედურებდა ადამიანებს, დღეს ამის რესურსი არ აქვთ და რა შესაძლებლობებიც აქვთ, იმას იყენებენ