კახა კალაძე: საქართველოში რევოლუციისა და დესტაბილიზაციის მოწყობას ვერავინ გაბედავს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძემ აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ დესტაბილიზაციის მოწყობის სურვილს „ნაცმოძრაობის“ ლიდერები ხმამაღლა აჟღერებენ.

„დასრულდა ის დრო რაც 2012 წლამდე ხდებოდა – ქვების სროლა და ხელკტებით სირბილი. ქვეყანაში რევოლუციის და დესტაბილიზაციის მოწყობას ვერაინ გაბედავს“ – თქვა მან.

მისი თქმით, არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდება.

„რაც შეეხება დესტაბილიზაციას და არეულობას, ამას თვითონ „ნაცმოძრაობის“ ლიდერებიც არ მალევენ თავიანთ გამოსვლებში. არ მალავს თავად მიხეილ სააკაშვილი და არც ერთ-ერთი ტელევიზიის ხელმძღვანელი. მინდა ჩვენი ქვეყანა და ხალხი დავამშვიდო და მოსახლეობას ვუთხრა, რომ ქვეყანაში არავის გამოუვა დესტაბილიზაცია და არეულობის მოწყობა. არსებობს უფრო თანამედროვე გზა და ეს არის არჩევნები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშინიკა მელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნოდ საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებს
შემდეგი სტატია“ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლე პირადად მიხეილ სააკაშვილისგან იღებს დავალებებს”