კახა კალაძე: საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია შანტაჟის ენით თუ საუბრობს, მხოლოდ პარტია „ქართულ ოცნებას“ არ ესაუბრება, არამედ მთელ საზოგადოებას და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებს.

კალაძემ პოლიტპატიმრების საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ეს მოგონილი თემაა და საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.

„ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის პრობლემა. შანტაჟის ენით თუ გვესაუბრებიან, ისინი არ ესაუბრებიან მხოლოდ პარტია „ქართულ ოცნებას“, ესაუბრებიან მთლიანად საზოგადოებას, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.

შესაბამისად, შეთანხმება რაზეც მოხდა, ამერიკის საელჩომ გამოაქვეყნა და იქ ყველაფერი მარტივადაა გაწერილი. ეს არის უბრალოდ მოგონილი თემა, საქართველოში პოლიტპატიმრები ჩვენ არ გვყავს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საპატრიარქო:არსებობს იმპორტიორი კომპანია, რომელსაც შემოაქვს სადეზინფექციო ხსნარები
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებები დღეს უნდა დაინიცირდეს პირველ რიგში, ტექსტი უნდა ვნახო