კახა კალაძე: საქართველოს თითოეული მოქალაქე არის თავისუფალი

ვიცე პრემიერის კახა კალაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია თავისუფლების შენარჩუნება და ამას აკეთებენ ადამიანები, ვინც სახელმწიფოებრივად აზროვნებენ.

ვიცე პრემიერმა დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი სრულიად საქართველოს მიულოცა.

„რთული გზა გამოვიარეთ დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, ძალიან გრძელი გზა და ძალიან მძიმე იყო ასევე თავისუფლების მოპოვება. ამ ბრძოლაში ჩართული იყო სრულიად საქართველო. დღეს ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი, თავისუფალი, საქართველოს თითოეული მოქალაქე არის თავისუფალი. ძალიან მნიშვენლოვანია დამოუკიდებლობის, თავისუფლების შენარჩუნება და ამას აკეთებენ ადამიანები, ვინც სახელმწიფოებრივად აზროვნებენ“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიჩოხატაურში 26 მაისის აღნიშვნა უკუღმა დაკიდებული დროშით დაიწყეს
შემდეგი სტატიააზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს