29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

კახა კალაძე: საქართველოს ღიად აქვს გაცხადებული ევროპული კურსი

საქართველოს ღიად აქვს გაცხადებული ევროპული კურსი, თუმცა ვხედავთ არასამართლიან დამოკიდებულებას ამ გზაზე – ჩვენ არავის ვებრძვით, მხოლოდ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესებს, -ამის შესახებ კახა კალაძემ იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ედმონდო ჩირიელთან შეხვედრაზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

„მიხარია, რომ ჩვენს ქვეყნებს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. ძალიან კარგი ელჩი გყავთ, მადლობა მას თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის. დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია პარტნიორ ქვეყნებთან მეტი თანამშრომლობა. საქართველოს ღიად აქვს გაცხადებული ევროპული კურსი, თუმცა ვხედავთ არასამართლიან დამოკიდებულებას ამ გზაზე. ჩვენ არავის ვებრძვით, მხოლოდ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს.

ალბათ, ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ იტალიასთან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს. მზად ვარ, ყველანაირად შევუწყო ხელი ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა იტალიის მზაობას ქვეყნებს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად.

„მიხარია თქვენთან შეხვედრა. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება. იტალია, მხარს უჭერდა და მომავალშიც მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სწრაფვას ევროსტრუქტურებში“, –
აღნიშნა ედმონდო ჩირიელიმ.

თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას საქართველოში იტალიის სრულუფლებიანი ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო დაესწრო.

banner
წინა სტატიაშიპუტინი: რუსეთი მზად არის უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი: 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში ბავშვთა უფლებების, განათლების, ქალთა უსაფრთხოების, თანასწორობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევები რჩება