კახა კალაძე -საქართველო ომში არ ჩაერთვება

არ ვიცი, რა კამპანიაა და რას ემსახურება. გამიჭირდება, ამაზე რაიმე კონკრეტული გითხრათ. ალბათ ეს შეკითხვა უნდა დაუსვათ ადამიანებს, ვინც ამ კამპანიის უკან დგას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

კალაძეს ჟურნალისტმა ჰკითხა: „მეტროში განთავსდა ბანერები, რომლებზეც დატანილი წარწერა, ომი არ უნდა დასავლეთს, ომი უნდა რუსეთს. ამბობენ, რომ მსგავსი კამპანია გაგრძელდება. რას იტყვით ამ კამპანიაზე, რას ემსახურება ის“.

კახა კალაძის თქმით, ხელისუფლება მოქმედებს ისე, როგორც სჭირდება ხალხს, ქვეყანას და საქართველო ომში არ ჩაერთვება.

„რაც შეეხება თვითონ ომის დაწყებას და საქართველოს ჩარევას, ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ამაზე და უამრავი მაგალითი შეგვიძლია, მოვიყვანოთ – კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ჩვენი მეგობარი ქვეყნის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული განცხადებები, თუმცა ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან და ვმოქმედებთ ისე, როგორც სჭირდება ჩვენს ხალხს და პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანას. საქართველო ომში არ ჩაერთვება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ პოლიტიკიდან წასვლა მიხეილ სააკაშვილის სასჯელთან კავშირში არ არის
შემდეგი სტატიაკახა კალაძის განცხადებით, ბიუჯეტისთვის, ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რაც უფრო მეტი ტურისტი შემოვა ქვეყანაში