კახა კალაძე – სამინისტროების შემცირებაზე გუნდში მსჯელობა მიმდინარეობს

ხვალ ან ზეგ ცნობილი იქნება თუ ვინ იქნებიან წარდგენილი მინისტრთა კაბინეტის წევრებად.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მმართველ გუნდში მიმდინარეობს მსჯელობა სამინისტროების შემცირების საკითხზეც.

„მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტება მიმდინარეობს. ამ საკითხზე გუნდში მსჯელობა დაწყებულია. ძალიან მალე, ხვალ ან ზეგ ცნობილი იქნება, თუ ვის წარადგენს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. რაც შეეხება სამინისტროების შემცირებას, ამაზეც მიმდინარეობს მსჯელობა გუნდში. ესეც ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის“,- განაცხადა კახა კალაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა. მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ის პარლამენტში საკუთარი ხედვით წარდგება და დაასახელა ოთხი ძირითადი პრინციპი, რასაც მისი ხედვა ეფუძნება. ოთხიდან ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი განათლებას, ინოვაციას და ახალგაზრდობას ეხება. მისი თქმით, განათლების სექტორის ფუნდამენტური რეფორმა საქართველოს მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი იქნება.

banner
წინა სტატიაშისინოპტიკოსების ინფორმაციით, საქართველოში 17-18 ივნისს წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი
შემდეგი სტატიამოვითხოვთ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი დაისაჯოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხვალიდან ოზურგეთში აქციები დაიწყება