კახა კალაძე: სალომე ზურაბიშვილის სპეკულაციური განცხადებები, რომელიც გუშინ მოვისმინეთ, სამარცხვინო იყო

„სპეკულაციური განცხადებები, რომელიც გუშინ მოვისმინეთ, სამარცხვინო იყო“, – ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის მერი კახა კალაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, რომელიც მან ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„სალომე ზურაბიშვილი არის წარმავალი, რამდენიმე დღე დარჩენია ამ ადამიანს. სამარცხვინო იყო მისი სპეკულაციური განცხადებები, რომელიც გუშინ მოვისმინეთ. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ თუკი ვინმე გაბედავს ამ ქვეყანაში კანონის წინააღმდეგ წასვლას, ის მიიღებს ძალიან მკაცრ პასუხს, ასევე, კანონის ჩარჩოებში. ეს არის ჩემი დამოკიდებულება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე ოპოზიციაზე: როდესაც გარედან იმართები, ხარ მოღალატე, აგენტი, ქართველი კაცი ხმას არავითარ შემთხვევაში არ მოგცემს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: გამოვიდნენ, შეიკრიბონ, თუმცა, ყველას, ვინც კანონის ჩარჩოს გასცდება, კანონის ფარგლებში შესაბამისი მკაცრი პასუხი გაეცემა