კახა კალაძე საკრებულოს სხდომაზე მივა

თბილისის მერი, კახა კალაძე საკრებულოს სხდომაზე მივა. სხდომა 16:00 საათზე უნდა დაიწყოს.

თბილისის საკრებულო დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელებს და კენჭს უყრის.

როგორც ცნობილია, ოპოზიცია კალაძის სხდომაზე მისვლას ითხოვდა.

თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 861,609 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 60 მილიონი ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი ტრანსფერია.

banner
წინა სტატიაშიგანათლების ახალი მინისტრის ინიციატივით, სკოლებში მასშტაბური სპორტული კამპანია იწყება
შემდეგი სტატია“დღეს ჩვენ გვთავაზობენ საკონსტიტუციო ცვლილებების ცვლილებების კიდევ ერთხელ ცვლილებას”- ანა დოლიძე