კახა კალაძე :საკრებულოდან თბილისის ბიუჯეტის პროექტს გამოვითხოვთ, ვინაიდან ის დავით ნარმანიამ წარადგინა და ჩვენი პრიორიტეტები გათვალისწინებული არ არის

საკრებულოდან თბილისის ბიუჯეტის პროექტს, რა თქმა უნდა, გამოვითხოვთ, იმიტომ რომ ის დავით ნარმანიას მიერ არის წარდგენილი და მასში ჩვენი პრიორიტეტები გათვალისწინებული არ არის – აცხადებს კახა კალაძე. კალაძე ამბობს, რომ თბილისის ბიუჯეტის პროექტზე ახალ გუნდთან ერთად იმუშავებს და მათ მიერ განსაზღვრული პრიორიტეტებით დაუბრუნებს საკრებულოს.

„ბიუჯეტს გამოვითხოვთ და შემდეგ დავუბრუნებთ საკრებულოს ჩვენ მიერ განსაზღვრული პროექტებით, რომლებიც გათვალისწინებული იქნება მომავალი წლისთვის. ბევრი პროექტია: გუდიაშვილის, ორბელიანის, ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის პროექტები. ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები, ახალი გზებისა და ესტაკადების მშენებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის მედია: რუსეთი აქტიურად ერეოდა “Brexit”-ის რეფერენდუმში
შემდეგი სტატიაჩნდება ეჭვი, რომ მთავრობა დევალვაციას აკეთებს გარკვეული პოლიტიკური ამოცანების შესასრულებლად – ექსპერტები ლარის გაუფასურებაზე საუბრობენ