კახა კალაძე სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ განცხადებას სიცრუეს და პროვოკაციას უწოდებს

„სიცრუე და ჩვეულებრივი პროვოკაცია“ – ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულებს ოჯახის წევრების პირად ნომრებს სთხოვენ.

კახა კალაძის განცხადებით, წინასაარჩევნო ვითარება დეტალურად არის გადმოცემული ეუთო/ოდირის დასკვნაში და ჩანს კიდეც, რომ წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდად მიმდინარეობს.

“ხომ ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები – ჩვეულებრივი აქტივისტები იმ რადიკალური დაჯგუფების, რომელიც დღეს ქვეყნის მტრად წარუდგა საზოგადოებას. რა „ჩემი ხმა“, რა ფაქტები, რის ფაქტები. აგერ ეუთო/ოდირის დასკვნა გამოქვეყნდა, სადაც ყველაფერი დეტალურად არის მოცემული. 2012 წლიდან არჩევნებში ვარ და ასეთი დასკვნა პირველია. ყოველთვის იყო დაპირისპირებები, გარკვეული პრობლემები, ასეთი მშვიდი არჩევნები ქვეყანაში არ გვქონია და ვიღაც „ჩემი ხმა“, „მეგობრის ხმა“ და „ბიძაშვილის ხმა“ რაღაც სისულელეს ამბობს. ეს არის სიცრუე და ჩვეულებრივი სპეკულაცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: მომავალში სახელმწიფოს შეურაცხყოფა ვერავინ რომ ვერ გაბედოს, მნიშვნელოვანია, სალომე ზურაბიშვილის წავიდეს არა როგორც ყოფილი, არამედ გაშვებული პრეზიდენტი
შემდეგი სტატიათბილისის მერი რესპუბლიკის მოედანზე იმყოფებოდა – „ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლამაზი ფეხბურთი აჩვენოს“