კახა კალაძე საბა ბუაძეს: ერთი მტკიცებულება მაინც წარმოადგინეთ, რომ ბიუჯეტიდან რამე მოვიპარე, უფლებამოსილებას გადავამეტე, ვინმე დავჩაგრე

„ერთი მტკიცებულება მომეცით, რომ ბიუჯეტიდან რამე მოვიპარე, ჩემს უფლებამოსილებას გადავამეტე, ვინმე დავჩაგრე, ვინმეს არასამართლიანად მოვექეცი და ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას, პოლიტიკიდან და თანამდებობიდან წავალ და კანონის წინაშე ვაგებ პასუხს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის, საბა ბუაძის მიერ გამოთქმული ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა.

„ბატონო საბა, თქვენ არავინ გზღუდავთ იმაში, რომ კრიტიკული იყოთ, მაგრამ როდესაც ადამიანს შეურაცხყოფას აყენებ, ეს კატეგორიულად მიუღებელია. რა თქმა უნდა, ყველაფერზე ვერ გვექნება ერთნაირი დამოკიდებულება, ოპოზიცია ხართ და კრიტიკულები უნდა იყოთ, ეს მისაღებია, მაგრამ ყველაფერს თავისი ფორმა აქვს. ადამიანს როდესაც შეურაცხყოფას აყენებ, მტკიცებით ფორმაში ეუბნები, რომ კორუმპირებულია, დამიდასტურე. როდესაც უსამართლოდ მაყენებ შეურაცხყოფას, რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის მოყვება რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა
შემდეგი სტატიასპეციალური პენიტენციური სამსახური: სიცრუეა სააკაშვილის მხრიდან ბრალდებები, იგი ამ დრომდე შეუფერხებლად სარგებლობს ტელევიზორით და არც ვიზიტორებთან შეხვედრა აქვს შეზღუდული