კახა კალაძე – საარჩევნო სიაზე პოლიტსაბჭო და გუნდი იმსჯელებს

ვიცე პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, საარჩევნო სიასთან დაკავშირებით პოლიტსაბჭო და გუნდი იმსჯელებს.
ამის შესახებ კალაძემ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, იქნება თუ არა დეპუტატი გოგი თოფაძე საარჩევნო სიაში.
,,ვინ იქნება სამომავლო სიაში და როგორი ფორმით წარსდგება კოალიცია, ამაზე პოლიტსაბჭო და გუნდი იმსჯელებს და უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება როგორც თქვენთვის, ასევე საზოგადოებისთვის”, – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე:”გარკვეული ძალები ცდილობენ “ქრონიკა+”-ის ჟურნალისტს დეზინფორმაცია შეუგდონ”
შემდეგი სტატია,,ხელისუფლება ნამდვილად არ არის ჩარეული “მაესტროს” პროცესებში “