კახა კალაძე: საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილის ყოფნას გამოვრიცხავ

კალაძის აზრით, გაზსადენის აფეთქებაზე არეშიძის განცხადებით შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ

ვიცე პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თანამდებობა თავისი ნებით დატოვა და შესაბამისად, კალაძე გამორიცხავს, რომ ის პოლიტიკაში კვლავ დაბრუნდეს.

„საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილის ყოფნას გამოვრიცხავ. როდესაც ის მოვიდა პოლიტიკაში, მაშინვე განაცხადა, რომ მოვიდოდა, გაიმარჯვებდა და რამდენიმე ხნის შემდეგ, თანამდებობას დატოვებდა. მან შეასრულა თავისი სიტყვა. ზოგადად, ასეთი რაღაცები არ ხდება ხოლმე. ამ ადამიანმა თავისი ნებით დატოვა თანამდებობა, ასე რომ, ის ისევ დაბრუნდეს პოლიტიკაში, არ არის სწორი“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძის თქმით, პარტიაში შესაძლო დაბრუნების თემაზე ღარიბაშვილთან კონსულტაციები არ მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასტუდენტების ბიზნესიდეების დაფინანსებისთვის საპარტნიორო ფონდთან ერთად სპეციალური ორგანიზაცია ჩამოყალიბდება