კახა კალაძე – „საახალწლო სოფელში“ უამრავი ადამიანია შეკრებილი, ძალიან გთხოვთ, ერთმანეთს შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ

თბილისის მერი კახა კალაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, „საახალწლო სოფელში“ შეკრებილ საზოგადოებას შეურაცხყოფას ნუ მიაყენებენ.

ამის შესახებ მან საახალწლო ღონისძიებებზე ე.წ. ტიტუშკების შესაძლო მიყვანასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

„„საახალწლო სოფელში“ უამრავი ადამიანია შეკრებილი. ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი გამოდის და აქ შეკრებილ საზოგადოებას აყენებს შეურაცხყოფას. ჩემი თხოვნა იქნება, ცოტა ზრდილობა იქონიეთ. ძალიან გთხოვთ, ერთმანეთს შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია – ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ განსაკუთრებით 29 დეკემბრიდან კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნას მიღებული
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – წლევანდელი საახალწლო სოფელი ყველაზე მასშტაბურია, რაც აქამდე გაგვიკეთებია