კახა კალაძე სააკაშვილზე: ის არის ჩვეულებრივი მატყუარა, ყველაფერს კად​​რულობს, ყველაფერს აკეთებს, რომ როგორმე დაუძვრეს გამოძიების კითხვებს

სააკაშვილი ყველაფერს კად​​რულობს, ყველაფერს აკეთებს, რომ როგორმე დაუძვრეს გამოძიების იმ კითხვებს, რაც მასთან კონკრეტულ სამსახურებს აქვთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა დამნაშავეს მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე.

„ჩვენ ხომ ვიცნობთ ამ პიროვნებას, ვიცით ვინ არის და როგორი მეთოდებით მოქმედებს ის, ეს ადამიანი არის ჩვეულებრივი მატყუარა. ყველაფერს კად​​რულობს, ყველაფერს აკეთებს, რომ როგორმე დაუძვრეს გამოძიების იმ კითხვებს, რაც მასთან კონკრეტულ სამსახურებს აქვთ, მაგრამ ყველაფერი ხომ ფაქტებით არის დადასტურებული და შესაბამისად, ყველა დამნაშავეს მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

წინა სტატიაშიკახა კალაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ უმძიმეს მდგომარეობაშია – შიმშილობის დაწყებას „უნიჭოდ დადგმულ თეატრს“ დავარქმევ
შემდეგი სტატიაოთარ თოიძე სააკაშვილზე: ვერნიკეს ენცეფალოპათია კლინიკურ სურათში წამყვანია