კახა კალაძე “რუსთავი 2”-ის საქმეზე განცხადებას აკეთებს

ვიცე პრემიერი კახა კალაძე სასამართლოზე ხელისუფლების ზეწოლას გამორიცხავს და აცხადებს, რომ “რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს პრეროგატივაა.

კალაძე აცხადებს, რომ მისი მხრიდან გაკეთებული განცხადებები, შესაძლოა, ზეწოლად იქნას აღქმული, ამიტომ, “ზედმეტი კომენტარისგან თავს იკავებს”.

“მე გამიჭირდება საუბარი და ვფიქრობ, სწორიც არ იქნება ჩემი მხრიდან რაიმე განცხადებები გავაკეთო, რადგან ჩემი დღევანდელი თანამდებობიდან გამომდინარე, განცხადებები შეიძლება, აღქმული იქნას ან ერთი მხარის, ან მეორე მხარის ზეწოლად – ან თანადგომად. სასამართლო თავისუფალია და შესაბმისად, გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, გახდება ცნობილი“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახეთში, სოფელ კურდღელაურში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიაშსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო