კახა კალაძე – როგორ შეიძლება, ნულპროცენტიანმა ორმა პარტიამ გაერთიანების შემთხვევაში რაიმე შედეგს მიაღწიოს, მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ისეა მაგათი საქმე

როგორ შეიძლება, ნულპროცენტიანმა ორმა პარტიამ გაერთიანების შემთხვევაში რაიმე შედეგს მიაღწიოს, მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ისეა მაგათი საქმე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის გაერთიანებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სიახლე არაფერია და ისინი საზოგადოებისთვის უკვე კარგად ნაცნობი სახეები არიან.

„სიახლე არაფერია. მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ისეა მაგათი საქმე. როგორ შეიძლება, ნულპროცენტიანმა ორმა პარტიამ, გაერთიანების შემთხვევაში, რაიმე შედეგს მიაღწიოს? ჩვეულებრივი „ლუზერები“ არიან. 2012 წლიდან ვარ პოლიტიკაში და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ეს პოლიტიკური პარტიები იბრძოლებენ იმისთვის, რომ როგორმე საარჩევნო ბარიერიგადალახონ, თუმცა ყველას ამის შესაძლებლობა ნამდვილად არ აქვს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის მოსახლეობა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შესაბამის პასუხს გასცემს.

„დღეს შეიძლება, „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილია და ის სუბიექტები, რომლებიც ამ მოძრაობაში იყვნენ, სხვადასხვა პოლიტიურ პარტიას წარმოადგენენ, მაგრამ მცდელობა აქვთ, საზოგადოება შეცდომაშიშეიყვანონ, ვითომ ახალი სახეები მოჰყავთ. გვარებით რომ ჩამოვთვალოთ, რომელი ერთია ახალი სახე? ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული რადიკალები არიან – ზოგი შეიძლება, პოლიტიკურ პარტიაში იყო, ზოგი სხვა მიმართულებით, მაგრამ იქიდან აზიანებდა ქვეყანას. ასე რომ, ერთნი არიან. როგორ შეიძლება, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, ვინც აანალიზებს, რა ხდება ქვეყანაში, რეგიონში, მსოფლიოში, ამ რადიკალებთან გაერთიანდეს ან დაუჭიროს მხარი?! შეუძლებელია, წარმოუდგენელია. ისინი არიან მავნებლები, რადიკალები. როგორც ყოველთვის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მათ გასცემს პასუხს და მიუჩენს შესაბამის ადგილს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – გამოდის ევროკავშირი და ამბობს, რომ ჯარისთვის თანხა გააუქმეს და აძლევენ ლომჯარია-გიგაურს, ჯარს არაფერი მოაკლდება, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ჯარმა მიიღოს, რაც საჭიროა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – ყველა კრიტერიუმით გაცილებით წინ ვიყავით იმ ქვეყნებთან შედარებით, ვისაც სტატუსი მისცეს, საქართველო დაჩაგრეს, რადგან მათთვის საქართველოს ხელისუფლება არის მიუღებელი