კახა კალაძე: როდესაც საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება, სანქციებით ვერავინ დამაშანტაჟებს

საქართველოს ინტერესები არ ითმობა, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიის დასმულ კითხვას, ხედავს თუ არა საკუთარ თავს სანქცირებულ პოლიტიკოსებს შორის.

მისი განმარტებით, სხვადასხვა ძალის ინტერესების სასარგებლოდ საქართველოს ვერავინ გამოიყენებს.

„ვერავინ დამაშანტაჟებს სანქციებით, როდესაც ქვეყნის და ხალხის ინტერესს ეხება საქმე. საქართველოს ინტერესები არ ითმობა. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ვიღაცის ინტერესის გასატარებლად ჩვენი ქვეყანა იყოს გამოყენებული და მივიღოთ ის უბედურება, რაც, სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერმა N2 ბაგა-ბაღის ახლად რეაბილიტირებული შენობა დაათვალიერა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ერთ-ერთი საელჩოდან ხდება ამ ყველაფრის მართვა, ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, ვინ ვისთან უნდა გაერთიანდეს