კახა კალაძე რეზო გაბრიაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

თბილისის მერი კახა კალაძე რეზო გაბრიაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„მხატვარი, მწერალი, მოქანდაკე, რეჟისორი, 35-ზე მეტი ფილმის სცენარის ავტორი, მარიონეტების თეატრის დამაარსებელი – დიდი რეზო გაბრიაძე მარადისობას შეუერთდა.

„ჩემი ბოლო თხოვნა კი იქნება, ნუ დაგვიშლით სისულელეების კეთებას“, – ამ სიტყვების ავტორმა ქართულ კულტურას, თავისი მრავალფეროვანი შემოქმედების სახით, უდიდესი განძი დაუტოვა.

ღარიბია სამყარო რეზო გაბრიაძის გარეშე. ძნელია, სიტყვებით გადმოსცე ის დიდი ტკივილი და დანაკლისი, რაც მისმა გარდაცვალებამ მოგვიტანა.

ვიზიარებ სრულიად საქართველოს მწუხარებას!“, – წერს კახა კალქაძე „ფეისბუქზე“.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიმეუფე ნიკოლოზი: რა თქმა უნდა, ერევა ეკლესია არჩევნებში, რათ უნდა მაგას ლაპარაკი
შემდეგი სტატიალომჯარია: 6 აღსაზრდელს შევხვდი, გაიხსენეს ფიზიკური დასჯის, ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები