კახა კალაძე: რა თემაზე უნდა ვედებატო მელიას?

“მაშინ, როცა მელია დებატებიდან გარბის. მაშინ, როცა სტუდიაში ხულიგნობს და ილანძღება. მაშინ, როცა წინასაარჩევნო კამპანიისას ჩემი ოჯახის შეურაცხყოფით იყვნენ დაკავებულები. მაშინ, როცა არანაირი ხედვა თბილისთან დაკავშირებით და საარჩევნო პროგრამა არ წარმოუდგენიათ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაახსენდათ დებატები? რამდენიმე დღის წინ ორი დაპირება გააჟღერეს და ორივე დიდი ტყუილი,”- განაცხადა კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

კალაძის განმარტებით, იგი ვერ ხედავს ვერანაირ აზრს დებატებში დაუჯდეს ადამიანს, რომელსაც არანაირი ხედვა და პროგრამა არ გააჩნია.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი: ზუგდიდში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს
შემდეგი სტატიაგოგა გულორდავა: „ნახევარიმილიონი ტურისტი დაახლოებით, 4-დან 5 ათასამდე ახალ სამუშაო ადგილს ნიშნავს“