კახა კალაძე – ქვესადგური ”ქსანი” კიდევ ერთი ნაბიჯია ენერგოდამოუკიდებლობისკენ

თქვენ ცხოვრობთ საინტერესო დროს, თქვენს თვალწინ ხდება ახალი საზოგადოების ფორმირება

ქვესადგური ”ქსანი” კიდევ ერთი ნაბიჯია საერთო ევროპული ენერგეტიკული ოჯახის სრულუფლებიანი წევრობისკენ, ენერგოდამოუკიდებლობისკენ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ქსანში, ქვესადგურ „ქსანის“ რეაბილიტაციის დასრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვესადგურ ”ქსანის” რეაბილიტაცია ელექტოენერგიის გადაცემის რეგიონული ქსელის გაფართოების პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

”დღეს კიდევ ერთი დიდი დღეა საქართველოს ენერგეტიკის დიდ გზაზე. ეს ქვესადგური არის კიდევ ერთი ნაბიჯი საერთო ევროპული ენერგეტიკული ოჯახის სრულუფლებიანი წევრობისკენ, ენერგოდამოუკიდებლობისკენ. განვითარებული და ძლიერი ენერგოსექტორი ეს ხომ საწინდარია საქართველოს კეთილდღეობის, საქართველოს განვითარებული ეკონომიკის და მაჩვენებელია, რომ ჩვენი სახელმწიფო შედგა ძლიერი და მნიშვნელოვანი. ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა გვაძლევს საშუალებას და გვაკისრებს ვალდებულებასაც, რომ საქართველო იყოს რეგიონული თუ საერთაშორისო პროექტების მონაწილე. სწორედ ელექტოენერგიის გადაცემის რეგიონული ქსელის გაფართოების პროექტის ფარგლებში განხორციელდა ქვესადგურ ”ქსანის” რეაბილიტაცია, რომელიც 10 მილიონი ევრო დაჯდა. ჩვენი მთავრობა, ხელისუფლება ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში ენეგრეტიკა განვითარდეს, წინ წავიდეს, რადგან წარმოუდგენელია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ეკონომიკური წინსვლა, თუ ჩვენ ენერგეტიკულად არ ვიქნებით განვითარებული. ზუსტად ყველა ის პროექტი, რომელიც ბოლო წლებში განხორციელდა, ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ ქვეყანაში შევქმნათ სამუშაო ადგილები, რომ ქვეყანა ენერგეტიკულად იყოს სტაბილური, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ელექტროენერგიის თვალსაზრისით ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე. მეტიც, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა იმის, რომ ის რესურსები, რომელიც ჩვესნ სამშობლოს გააჩნია, გამოვიყენოთ რაციონალურად, ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ”, – განაცხადა კალაძემ.

მან მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც პირველივე დღეებიდან ამ პროექტის განხორციელებაში იყო ჩართული, ასევე აზიის განვითარების ბანკს, რომელმაც ეს პროექტი დააფინანსა.

”ასევე მადლობას ვუხდი ყველა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციას, ვინც ენერგეტიკაში მნიშვნელოვნად გვეხმარება და გვეხიდება, რომ ეს პროექტები იქნას განხორციელებული. ეს ყველაფერი კეთდება ერთი მარტივი მიზეზი გამო, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ძლიერი, ჩვენ გვქონდეს ძლიერი ეკონომიკა, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა”, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი პარლამენტის ჩაშლილი სხდომის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის
შემდეგი სტატიანატო-სთან ურთიერთობის გაუმჯობესების კუთხით საქართველო იმავე ადგილასაა, რომელიც ეკავა 2008 წელს