კახა კალაძე – ქვეყანაში რევოლუცია არ და ვერ მოხდება – ეს არის ცრუ პროტესტი

ქვეყანაში რევოლუცია არ და ვერ მოხდება – ეს არის ცრუ პროტესტი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „როდესაც ადამიანი პროტესტს გამოხატავს და საფუძველი არის ტყუილი, ვერანაირი რევოლუცია ვერ მოხდება ქვეყანაში“.

„ქვეყანაში რევოლუცია არ და ვერ მოხდება. ეს არის ცრუ პროტესტი. როდესაც ადამიანი პროტესტს გამოხატავს და საფუძველი არის ტყუილი, რა თქმა უნდა, ვერანაირი რევოლუცია ვერ მოხდება ქვეყანაში. ჩვენ გვექნება მშვიდობა, მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, წინსვლა და ღირსებით მოვახდენთ ევროკავშირში გაწევრიანებას, სადაც პირველ რიგში, ჩვენს ეროვნულ ინტერესს დავიცავთ“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმით, ნებისმიერ ადამიანს აქვს იმისი უფლება გამოხატოს თავისი პროტესტი სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში.

„ეს პირველი შემთხვევა არ არის. ამას ვხედავთ ამდენი ხანია იგივე გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. პროტესტი, რომელიც სიცრუეზე იყო დაფუძნებული ვნახეთ, როგორ დამთავრდა ეს ყველაფერი. იგივე იქნება ახლაც, რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის. ნებისმიერ ადამიანს აქვს იმისი უფლება გამოხატოს თავისი პროტესტი სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – რეზოლუციები გაჯერებულია ტყუილით, შანტაჟით და არავითარი ფასი არ აქვს – ამ ყველაფერში ფულს იხდიან და კონკრეტული ადამიანები ამ ფულს იღებენ
შემდეგი სტატიაკალაძე:ჩვენ ევროკავშირის ელჩი დაგვამახსოვრდა არჩევნებში პირდაპირი ჩარევით, მისი განცხადებებით