კახა კალაძე – ”ქართული ოცნების” საარჩევნო სია, რომელიც გავრცელდა, სიცრუეზე იყო დაფუძნებული

ვიცე პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, პარტია ”ქართული ოცნების” საარჩევნო სია, რომელიც გავრცელდა, სიცრუეზე იყო დაფუძნებული.
კახა კალაძემ მედიასაშუალებებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ასეთი არასწორი ინფორმაციების გავრცელებისგან.
”როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, თუ ვინ იქნებიან პარტიის სიის წარმომადგენლები, ვინ იქნებიან მაჟორიტარობის კანდიდატები, ამას თითონ პარტია ”ქართული ოცნება” ამცნობს საზოგადოებას. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ ცრუ და არასწორი ინფორმაციების გავრცელებისგან. შეგიძლიათ ეს პარტია ”ქართულ ოცნებასთან” გადაამოწმოთ, რადგან სია, რომელიც გავრცელდა, სიცრუეზე იყო დაფუძნებული, შეგეძლოთ პარტია ”ქართულ ოცნებასთან” გადამოწმება”, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, ჯერ ადრეა, რომ წინასწარ იქნეს გაჟღერებული, თუ ვინ იქნება სიაში, ვინ იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი.
”ჩვენ ვმუშაობთ, რომ ჩატარდეს ყრილობა, სადაც ავირჩევთ პარტიის თავმჯდომარეს, პოლიტსაბჭოს და ა.შ. ყველაფერს თავისი დრო აქვს. 14 მაისს იგეგმება ყრილობის ჩატარება”, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში“ისლამური სახელმწიფოს” მორიგი მუქარა – ტერორისტები ტერაქტების მოწყობას ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას გეგმავენ
შემდეგი სტატიათამარ სანიკიძე ტექნიკური უნივერსიტეტის საკითხით დაინტერესებულებს სასამართლო გადაწყვეტილების დალოდებას ურჩევს