კახა კალაძე: “ქართული ოცნება” ხალხის მხარდაჭერით, აბსოლუტური უმრავლესობით მოვა

ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე სტრატეგიულ კვლევებს გამოეხმაურა.

კალაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამუშაოები “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან თარხნიშვილის მეუღლემ შეასრულა, კვლევის უნდობლობას იწვევს.

მისივე თქმით, კოალიციაში ჩატარებული კვლევების მიხედვით, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” უპირობო ლიდერია.

“ამით ძირითადად, ნაციონალები სპეკულირებენ. ლევან თარხნიშვილი არის ადამიანი, რომელიც ასოცირდება ხმების მოპარვასთან. რაც შეეხება სახელისუფლებო პარტიას, “ქართული ოცნება” მოვა აბსოლუტური უმრავლესობით, ქართველი ხალხის მხარდაჭერით”,- განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკანდელაკის ქუჩაზე წუხელ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
შემდეგი სტატიავალერი ხაბურძანია: „ღალატს ნამდვილად მაბრალებენ!“