კახა კალაძე პრემიერ-მინისტრობის საკუთარ კანდიდატურაზე: 2025 წლამდე მერობის უფლებამოსილება მაქვს, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა

თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრად თავისი კანდიდატურის დაყენება 2025 წლამდე ვერ მოხდება, რადგან არჩეული მერია და ბევრი მნიშვნელოვანი პროექტია დასასრულებელი.

მისივე განმარტებით, აღნიშნული თანამდებობა დედაქალაქში მცხოვრებლების წინაშე დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს.

„როგორც იცით, 2025 წლამდე მერობის უფლებამოსილება მაქვს, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა, ვემსახურო ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს. ბევრი პროექტი გვაქვს დაწყებული, სხვადასხვა რეფორმა არის განსახორციელებელი. დედაქალაქთან დაკავშირებით სამომავლოდ საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვას, რამდენად შესაძლებელია მესამე ვადით გახდეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ უპასუხა, რომ „გამორიცხული არაფერია, ყველაფერი წინაა“.

banner
წინა სტატიაშიფოთის მერი: ,, ფოთის მუნიციპალიტეტი ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად აგრძელებს ზრუნვას საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე“
შემდეგი სტატია“ვიყავი, ვარ და ვიქნები ერთობის მომხრე… მე ვიქნები იქ, სადაც სისტემის დემონტაჟი იქნება შესაძლებელი” | ნიკა მელია სამომავლო გეგმებზე