კახა კალაძე – პირველი, რაც გიორგი გახარიამ უნდა გააკეთოს, არის ის, რომ დროულად მოხდეს გამოძიება, რა ხდებოდა 20 ივნისის ღამეს

პირველი, რაც გიორგი გახარიამ უნდა გააკეთოს, არის ის, რომ დროულად მოხდეს გამოძიება, რა ხდებოდა 20 ივნისის ღამეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვინც პარლამენტის შენობაზე თავდასხმაში მონაწილეობა მიიღო, ყველა უნდა დაისაჯოს.

„პირველი, რაც გიორგი გახარიამ უნდა გააკეთოს, არის ის, რომ დროულად მოხდეს გამოძიება, რა ხდებოდა 20 ივნისის ღამეს. როგორ ხდებოდა მოწოდებები, როგორ იყო ინიცირებული პარლამენტის შენობაზე თავდასხმა. ეს იყო ძალიან მძიმე და ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა. გადატრიალებით, დამხობით, სამოქალაქო დაპირისპირებით ხელისუფლების ცვლილება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ, ამას ჩვენი ქვეყნისთვის ცუდის მეტი არაფერი მოუტანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიგელა დუმბაძე ცენტრალურ აპარატში საგანაგებო დავალებათა ელჩის მოვალეობას შეასრულებს
შემდეგი სტატია“უსუფაშვილი, ს ვეშჩამი” – რუსთაველზე მიმდინარე აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, დავით უსუფაშვილს მიმართავს