კახა კალაძე ოპოზიციის ბრალდებებზე: მარტივი კითხვაა – რა ეზეიმებოდათ თუ არჩევნები გაყალბდა?

 

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციას საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია.

ამის შესახებ მან არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

„ბუნებაში არ არსებობს მსგავსი რამ. რა მტკიცებულებებზეა საუბარი? ამას ვამბობთ ამდენი ხანია. არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა და მას შემდეგ მიდის საუბარი ამაზე. ჯერ იზეიმეს 20:00 საათზე, მთელი ტაშ-ფანდური ჰქონდათ გამართული. მარტივი კითხვაა – რა ეზეიმებოდათ თუ არჩევნები გაყალბდა? მთელი კამპანიის განმავლობაში ატყუებდნენ თავიანთ ამომრჩეველს, იგებდნენ რაღაც გაუგონარი კვლევებით, ეგზიტპოლებით, შეცდომაში შეყავდათ და დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ამის შემდეგ დაიწყეს ცრუ ბრალდებები, სადაც არანაირი ფაქტი არ არსებობს. ამდენი ხნის განმავლობაში ვისმენთ მათი მხრიდან განცხადებებს, მიდის სიტყვების ბრახაბრუხი, მაგრამ ხომ შეიძლება ერთი კონკრეტული ფაქტი წარმოადგინონ? თუ აქვთ რაიმე, კეთილი ინებონ და სასამართლოშიც წარმოადგინონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიემირ ბურჯანაძის ქუჩას სრული რეაბილიტაცია უტარდება
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ის რაც ვნახეთ გუშინ, კატეგორიულად მიუღებელია. ეს არ არის მეგობრობა, ეს არის მტრობა