კახა კალაძე ოპოზიციას დედაქალაქის გენერალური გეგმის შეფასების პროცესში ჩართვას სთავაზობს

თბილისის მერი ოპოზიციას თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვაში ჩართვას სთავაზობს.
“ეს იყო პირველი შეხვედრა, სადაც წარმოდგენილი იყო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ექსპერტები, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს, რომ დაგვეხმარებიან და ჩაერთვებიან გენგეგმის დოკუმენტის შეფასებაში. ამაში იქნებიან ჩართული ქართველი ექსპერტებიც. მე მინდა ასევე შევთავაზო ოპოზიციის წარმომადგენლებს, თუკი მათ ექნებათ სურვილი გახდნენ თანამონაწილეები დოკუმენტის შეფასების, ჩვენ დიდი სიამოვნებით თანახმა ვართ. ჩვენი კარი ღიაა ყოველთვის. მე წინასაარჩევნოდაც ვაცხადებდი, რომ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. ეს დოკუმენტი ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ თუ ექნებათ ჩართულობის სურვილი, ჩვენ მზად ვართ ამისთვის”, – განაცხადა კალაძემ გენგეგმის საკითხზე მომუშავე ქართველ და საერთაშორისო ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ .

banner
წინა სტატიაშისააპელაციო სასამართლომ ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახისთვის ლტოლვილის სტატუსზე უარი ძალაში დატოვა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა