კახა კალაძე ოკუპირებული აფხაზეთისთვის რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდებას ადასტურებს

ენერგეტიკის მინისტრი ოკუპირებულ აფხაზეთშ ელექტროენერგიის რუსეთის ფედერაციიდან შეტანას ადასტურებს, ამის შესახებ განცხადება კახა კალაძემ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა:
“მოგეხსენებათ აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია არ ვრცელდება, მაგრამ საქართველომ საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიბს განვიხილავთ როგორც ქვეყნის შემადგენელ ნაწილს და ჩვენი მთავრობის პასუხსიმგებლობაა რომ ერთნაირად იზრუნოს მოქალაქეებზე. ცნობილია, რომ საქართველოში ელექტროენერგიის მზარდი მოხმარებაა მათ შორის ახფაზეთის ტერიტორიაზე და შესაბამიმსად, წელს განსაკუთრებით მწვავედ დადგა აფხზეთის მომარაგების საკითხი, რადგან შემოსუ;ი წლის რაოენობამ ვერ უზრუნველყო საკმარისი ელექტორნერგიის გამომუშავება, რამდნეიმე კვირაა აფხაზეთში მოქმედებს შეზღუდული გამოყენება ელექტორენერგიის თუმცა ამან ვერ უზრუნველყო დეფიციტის აღმოფხვრა და სერიოზული საფრთხ შეექმნა ჩვენი მოქალაქეეთვის ელექტროენერგიით უზრუნველყოფას ამ ტერიტორიაზე. შესაბამისად, პრობლემის გადაწყვეტისა და მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით, მოკლევადიან და ოპერატიულ გზად მიჩნეულ იქნა რუსთიდან დამოატებითი მოცულობების შემოტანა, რითაც პრობლემა მეტნაკლებად დარეგულირდა, თუმცა აქვე უნდა აღნინშონს, რომ ამ პრობლემის კომპპექსურად გადაწყეტის საკითხი გაცილებით რთულია და საფუძვლიან მუშაობას საჭიროებს.”,- განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას რუსეთი აპირებს
შემდეგი სტატიაკახეთის მოსახლეობას ხელისუფლებამ 4 თეთრით გაუძვირა ელექტროენერგიის გადასახადი