კახა კალაძე – ნუ შევიქმნით ცრუ მოლოდინს, რომ საელჩოები პარლამენტის შენობაზე თავდასხმას დაგმობენ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ გუშინ პარლამენტის შენობაზე თავდასხმის ფაქტს საელჩოები დაგმობენ. ამის შესახებ მან მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადების კომენტირებისას ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, რადიკალური ჯგუფების მიერ პარლამენტის შენობაზე თავდასხმა სწორედ კონკრეტული საელჩოებისგან არის წახალისებული.

„ცრუ მოლოდინს ნუ შევიქმნით, არანაირი დაგმობა არ მოხდება, რადგან კონკრეტული საელჩოები, კონკრეტული ელჩები რადიკალურ დაჯგუფებებს ახალისებენ. ბოლო თვეების და დღეების განმავლობაში რასაც ვხედავდით – პარლამენტის შენობაზე თავდასხმას, ეს არის ამ ადამიანების წახალისებული და გარედან დაფინანსებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „პარლამენტის სასახლეს კვლავ გაუხსნეს ცეცხლი პიროტექნიკით, საელჩოების მხრიდან მოველი დაგმობას, მით უმეტეს, ეს მოხდა მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ ორგანიზებულ აქციაზე“.

banner
წინა სტატიაშილევან სანიკიძე: ჩვენ არანაირი შიში არ გვაქვს, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” გააგრძელებს ბრძოლას ქართველ ხალხთან ერთად, ქართული სახელმწიფოსთვის და ივანიშვილს ეს ყველაფერი აუცილებლად ძვირად დაუჯდება
შემდეგი სტატიაპარლამენტმა აშშ-ში მოქმედი, “სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი” FARA-ს კანონპროექტი III მოსმენით დაამტკიცა