კახა კალაძე ნიკოლოზ კვარაცხელიას ოჯახს სამძიმარს უცხადებს

„ნიკას ძალიან ახლოს ვიცნობდი. უმძიმესი ამბავი მოხდა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტზე კომენტირებისას ისაუბრა.

ჟურნალისტების კითხვაზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო დროულად მოქმედებს თუ არა დამნაშავის დასაკავებლად, კახა კალაძე პასუხობს, რომ საგამოძიებო ორგანოები მაქსიმუმს გააკეთებენ, რათა დანაშაული მალე გაიხსნას.

„უმძიმესი ამბავია. ნიკას ძალიან ახლოს და კარგად ვიცნობდი. იყო ძალიან კარგი ახალგაზრდა, წარმატებული, განათლებული. ნამდვილად გულდასაწყვეტია, რაც მოხდა. მინდა მწუხარება გამოვხატო და მივუსამძიმრო მის ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს, მეგობრებს.

რაც შეეხება გამოძიებას, რა თქმა უნდა, ძალიან მალე იქნება დაკავებული ის კონკრეტული პირი თუ პიროვნებები, ვინც ეს ჩაიდინა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა და მაქსიმუმი გაკეთდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება დროულად გაიხსნას ეს დანაშაული“, – განაცხადა თბილისის მერმა.

banner
წინა სტატიაშიწყალტუბოში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
შემდეგი სტატიათბილისის მერი შეშელიძის ქუჩის მიმდებარე მეწყრული უბნის გამაგრების მიზნით განხორციელებული სამუშაოების შედეგს გაეცნო