კახა კალაძე: ნიკანორ მელიას საზოგადოების მოტყუება არ გამოუვიდა

ბოტანიკურ ბაღში ჰესი არ შენდება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახი კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. არ გამოუვიდა ნიკანორ მელიას საზოგადოების მოტყუება. „ნაციონალური მოძრაობა“ არის სიცრუესა და დემაგოგიაზე დაფუძნებული ორგანიზაცია“,-აღნიშნა კალაძემ.

კახი კალაძის თქმით, საუბარი იყო პატარა ჰესზე, რომელიც წავკისში უნდა აშენებულიყო, თუმცა იმ მოცემულობით, რითაც ინვესტორს აქვს შემოტანილი განახცადი, პროექტი ფინანსურად საინტერესო არ არის.

banner
წინა სტატიაშილევან ბერძენიშვილი: შტაბის უფროსად კახი კალაძის დანიშვნა პარტიის გადაწყვეტილებაა და ვერავინ გააპროტესტებს
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია: არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავკარგოთ ვიზალიბერალიზაციის მიღების იმედი