კახა კალაძე: NDI-ს კვლევებს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ

NDI-ს მიერ ჩატარებულ კვლევებს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისივე შეფასებით, ეს არის კონკრეტული პარტიის – „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებზე მორგებული კვლევები.
„მე ვფიქრობ, სერიოზულობით ვუპასუხოთ NDI-ს მიერ ჩატარებულ კვლევებს, არ იქნება სწორი. ჩვენ გვახსოვს NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები 2012 წლიდან მოყოლებული და შემდეგ თუ რა რეალურ შედეგს ვიღებდით არჩევნებზე, ამიტომ, მე ვფიქრობ, NDI-ს მიერ ჩატარებულ კვლევებს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიყველა ხარვეზი მაქსიმალურად იქნება აღმოფხვრილი”- კახა კალაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე
შემდეგი სტატია“არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, იყო იურიდიული ხარვეზი, რომელიც გამოსწორდა”