კახა კალაძე: „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ რეიტინგი ძალიან დაეცა და ეს გასაკვირი არ უნდა იყოს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ რეიტინგი ძალიან დაეცა და ეს გასაკვირი არ უნდა იყოს.

ჟურნალისტებმა კალაძეს კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო კამპანიაზე და მათ საარჩევნო შანსებზე.

„რატომ გიკვირთ, მათი რეიტინგი რომ ძალიან დავარდნილია. შეხედეთ მათ ლიდერებს, მათ პერფორმანსს და შესაბამისად, რეიტინგზეც აისახება ხომ ეს ყველაფერზე. უბრალოდ სასაცილოა, საინტერესო შოუებს აწყობენ გართობის თვალსაზრისით, „შაბათის შოუს“ სერიოზული კონკურენტები გამოუჩნდა და ვნახოთ, საინტერესო თეატრალურ წარმოდგენებს შემოგვთავაზებენ ალბათ სამომავლოდ“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე პრეზიდენტზე – ჩვენს ღონისძიებაზე უნდა გამოსულიყო? ძალიან დიდი ბოდიში, რატომ?
შემდეგი სტატიასაქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მთიან ზონებში ძლიერი თოვა და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი