კახა კალაძე: “ნაციონალური მოძრაობის” დამსახურებაა, რომ რუსეთი ოკუპანტია

ნაციონალური მოძრაობის დიდი დამსახურებაა, რომ რუსეთი დღეს ოკუპანტია, მათი გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგია, რომ ჩვენი ქვეყნის დიდი ნაწილი ოკუპირებულია-ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა კახა კალაძემ ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას, რომელიც კოალიცია “ევროატლანტიკური საქართველოსთვის“ ხელისუფლებასადმი მიმართვას და რუსეთის მიმართ მკაფიო პოლიტიკის განსაზღვრას შეეხება.

კოალიცია “ევროატლანტიკური საქართველოსთვის“ ხელისუფლებას რუსეთის მიმართ მკაფიო პოლიტიკის განსაზღვრისკენ მოუწოდებს.
როგორც კოალიციის განცხადებაშია ნათქვამი, რუსულ ოკუპაციასთან საბრძოლველად უაღრესად მნიშვნელოვანია სწორი და თანმიმდევრული დიპლომატიური სტრატეგია და მისი მიზანმიმართული განხორციელება.

banner
წინა სტატიაშიზურაბ აბაშიძე: თანამდებობები რომ გვდომოდა ოპოზიციაში არ წავიდოდით
შემდეგი სტატია“გუშაგი ინსტრუქციების ფარგლებში მოქმედებდა”- ირაკლი შოთაძე კრწანისის ინციდენტზე