კახა კალაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ უმძიმეს მდგომარეობაშია – შიმშილობის დაწყებას „უნიჭოდ დადგმულ თეატრს“ დავარქმევ

„ნაციონალური მოძრაობა“ უმძიმეს მდგომარეობაშია, მათ გადაწყვეტილებას, რომელიც შიმშილობასთან დაკავშირებით მიიღეს, „უნიჭოდ დადგმულ თეატრს“ დავარქმევდი, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„რა შედეგს ელოდებიან არ ვიცი. შინაარსობრივად, იდეოლოგიურად ეს ადამიანები საზრდოობენ ნეგატივით, დესტრუქციით. ყველაფერს კადრულობენ, ყველაფერზე მიდიან. ფაქტი არის ძალიან მარტივი – სააკაშვილი, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, ქართულ პასპორტზე, ეს წარმოგიდგენიათ რამხელა შეურაცხყოფაა ჩვენი ქვეყნის, ხალხის. არავის დაჭერა არავის უხარია, მაგრამ როდესაც დანაშაული გაქვს ჩადენილი და ხარ მთავარი შემოქმედი იმ ბოროტების, იმ სისხლიანი 9 წლის – პასუხი უნდა აგო. ვერც ერთმა პოლიტიკოსმა ვერც ახლა და ვერც მომავალში ვერ უნდა გაბედოს თავისი მოსახლეობის მიმართ ჰქონდეს ისეთი დამოკიდებულება, რაც მათ ჰქონდათ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობა დაიწყეს.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: ფილარმონიის წინ მიწისქვეშა პარკინგი გაკეთდება
შემდეგი სტატიაკახა კალაძე სააკაშვილზე: ის არის ჩვეულებრივი მატყუარა, ყველაფერს კად​​რულობს, ყველაფერს აკეთებს, რომ როგორმე დაუძვრეს გამოძიების კითხვებს