33.4 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
banner

კახა კალაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის საინტერესო, ეს არის წარსულის პარტია

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჩვენა, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება, ხოლო ახლა აჩვენებს, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ 5 აგვისტოს დაგეგმილი პარტიული ყრილობის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, 9 წლის განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჩვენა, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება, ხოლო ახლა აჩვენებს, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია.

„ნაციონალური მოძრაობა“ არ არის საინტერესო, ეს არის წარსულის პარტია, ეს არის ის დაჯგუფება, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში ქვეყანას მართავდა და მათ ყველას დაანახეს, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. დღეს კი, ოპოზიციაში ყველას აჩვენებენ იმის მაგალითს, თუ როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია.

ეს არის დანაშაულებრივი დაჯგუფება. დღეს აგვისტოს ომზე ვსაუბრობთ და კიდევ გავიმეორებ – თავიანთი პოლიტიკით, გადადგმული ნაბიჯებით, რაც იკადრეს და გააკეთეს, ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ მოღალატეობრივი ქმედება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს, კახა კალაძემ აღნიშნა: „მიხეილ სააკაშვილს სერიოზული პრობლემები აქვს, სჭირდება სპეციალური დარგის სპეციალისტები, ვფიქრობ, სამკურნალოა“.

banner
წინა სტატიაშიმარეგულირებელმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე დაიწყო მეორე სისტემური ავარიის მოკვლევა
შემდეგი სტატიასააკაშვილი: ხვალ არის ნაციონალური მოძრაობის ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებით მმართველობით ორგანოებს და ასევე ჩამოყალიბდება რეფორმირების ბორდი