20.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 16, 2026
banner

კახა კალაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

კახა კალაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.

მისი თქმით, ნანუკა ჟორჟოლიანი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე – ამით ყველაფერი ნათქვამია, თუ რა მდგომარეობაშია „ნაციონალური მოძრაობა”.

„ცხადია, შიდა დაპირისპირებაა, აშკარად იკვეთება, რომ დაპირისპირებაა. „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულია და წარსულზე საუბარი არ მიყვარს. [მიხეილ სააკაშვილი] სასაცილო და კომიკური ფიგურა გახდა. ყოველთვის ასეთი იყო და ახლა განსაკუთრებით, ისეთ განცხადებებით ვისმენთ და აკეთებს.

ნანუკა ჟორჟოლიანი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე – ამით ყველაფერი ნათქვამია, თუ რა მდგომარეობაშია „ნაციონალური მოძრაობა“. რა პასუხი უნდა გავცეთ? ან რა პოლემიკა უნდა გაიმართოს?! – აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ უკვე მზადდება მისი ხელოვნური ინტელექტის ავატარი.

„სასაცილოა, რა სააკაშვილი და ხელოვნური ინტელექტი?! ძალიან შორს არიან“,
– აღნიშნა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიგა ფარულავა: სამთავრობო ცვლილებები იქიდან გამომდინარეობს, რომ „ოცნებამ“ რაც შეიძლება მეტ ხანს შეინარჩუნოს ძალაუფლება
შემდეგი სტატიახელისუფლება მოვლენებს იმას არქმევს, რაც თვითონ სურს- დავით დარჩიაშვილი