კახა კალაძე მთავრობის სხდომაზე ორ საკითხს განიხილავს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე თებერვალი 15, 2018 11:04

კახა კალაძე მთავრობის სხდომაზე ორ საკითხს განიხილავს

საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომას თბილისის მერი კახა კალაძე ესწრება.

სხდომაზე კალაძეს ორი საკითხი გააქვს: 1. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”.

2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ”.

მთავრობის სხდომაზე დღეს სულ 24 საკითხი უნდა განიხილონ.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე თებერვალი 15, 2018 11:04

Google სტატისტიკა


7,810
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics