კახა კალაძე: მთავარი ღირებულება მორალია, თუმცა დემოკრატიაც მნიშვნელოვანია

კალაძის აზრით, გაზსადენის აფეთქებაზე არეშიძის განცხადებით შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კახა კალაძე ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში დანიშვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სასამართლო დღეს სრულიად დამოუკიდებელია.

კალაძის თქმით, დემოკრატიულ სახელმწიფოში კონკრეტულ ინსტიტუტებს სრული დამოუკიდებლობა აქვთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ მათ მიიღონ საპასუხიმსგებლო გადაწყვეტილებები.

“გირგვლიანის ტრაგედია თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მძიმე იყო. მე მივიღე ეს, როგორც პირადი ტრაგედია. თუმცა, არის მეორე ძალიან მნიშვნელოვანი – ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, სადაც კონკრეტულ ინსტიტუტებს სრული დამოუკიდებლობა აქვს. ის დრო, რომ გარკვეული პოლიტიკური ფიგურები, პიროვნებები, პარტიები ერეოდნენ ამა თუ იმ გადაწყვეტილებებში, წარსულს ჩავაბარეთ. დღეს სასამართლო სრულიად დამოუკიდებელია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ მიიღონ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები”, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, სამწლიანი გამოსაცდელი ვადით აირჩიეს.

banner
წინა სტატიაში“ყველაფერი დაგეგმილია ხვალიდნელი სხდომისთვის”- უსუფაშვილმა ხვალინდელი პროცედურები განმარტა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: დიდი სურვილი მაქვს, რომ საშინელი კადრების დე ჟავუ საზოგადოებამ მუდმივად აღარ იხილოს