კახა კალაძე მოსახლეობას შეხვდა და ჩუღურეთისმაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ჩუღურეთის მოსახლეობას შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატი რიმა ბერაძე წარუდგინა. „ადამიანი, რომელიც ჩემთან ერთად იბრძოლებს ყოველდღიურად,რომ იმ პრობლემების მოგვარება შევძლოთ, რომელიც ყველაჩვენთაგანს გვაწუხებს“, – ასე შეაფასა თანაგუნდელი კახა კალაძემ.მისივე თქმით, თბილისის, კერძოდ, ჩუღურეთის პრობლემებსძალიან კარგად იცნობს და მათ გადაწყვეტას მისი გუნდისდახმარებითა და მოსახლეობის ჩართულობით გეგმავს. „ჩუღურეთის მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს ძველითბილისის ახალი სიცოცხლე აღმაშენებლის მაგალითზე. რა თქმაუნდა, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. იქნება განვითარება,მხოლოდ და მხოლოდ წინსვლა და გამარჯვება. ჩვენ ძალიანხშირად შევხვდებით, არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც,რადგან როგორც გითხარით, მხოლოდ თქვენთან ერთად, თქვენიდახმარებითაა შესაძლებელი არსებული პრობლემების მოგვარება“,- აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა. კახა კალაძის განმარტებით, ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის,სკოლამდელი განათლების, სოციალური პროგრამებისა და ჯანსაღიცხოვრების წესის დანერგვის მიმართულებით აქტიურად იმუშავებს. „ბოლო სამი წლის განმავლობაში, დედაქალაქში 12 ახალი ბაღიგაიხსნა. მიმდინარეობს ათი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიცმომავალ წელს დასრულდება. რა თქმა უნდა, ეს პროცესიგაგრძელდება, რადგან ჩვენს შვილებს ყველანაირი პირობა უნდაშევუქმნათ. სპორტი და სპორტული ცხოვრება – ეს ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. ჯანსაღი ცხოვრება ყველა თაობისთვის;განვითარება ყველა უბანში და არა მხოლოდ ცენტრალურიუბნებისთვის; ძველი თბილისის – არა მხოლოდ კონკრეტულიქუჩების, არამედ მასშტაბური უბნების რეაბილიტაცია. მერიისპროგრამები გაგრძელდება მანამ, სანამ თბილისის თითოეული
მცხოვრები შეძლებული და წელგამართული არ იქნება“, – განაცხადაკახა კალაძემ. ლონდონის ბაღში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით ჩუღურეთისმაჟორიტარობის კანდიდატმა რიმა ბერაძემაც მიმართა, რომელმაცმმართველ გუნდსა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა. „ქართული ოცნების“ გუნდმა ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობისკანდიდატად კიდევ ერთხელ დამასახელა. ჩემთვის ორმაგი პატივია,ვიყო იმ გუნდის წევრი, რომელსაც კახა კალაძე ხელმძღვანელობსდა რომელსაც ძალიან კარგად გამოსდის კაპიტნობა. მან კარგადიცის, თუ რა სჭირდება დედალაქს და შეუძლია, თბილისისიცოცხლის ქალაქად გადააქციოს“, – განაცხადა რიმა ბერაძემ. ამომრჩევლებთან შეხვედრას ასევე, განათლებისა და მეცნიერებისმინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საპარლამენტო უმრავლესობისლიდერი, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილთალაკვაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგიალიბეგაშვილი ესწრებოდნენ

banner
წინა სტატიაშიხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი დაწესებულებიდან რამდენიმე პატიმრის გაქცევის შესახებ ინფორმაციას უარყოფს
შემდეგი სტატიასაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში მოლდოვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა