კახა კალაძე – მომდევნო წლებში მოგვიწევს მუშაობა, რომ ძველი, გაუბედურებული ყვითელი ავტობუსების პარკი ჩავანაცვლოთ

თბილისის არჩეულმა მერმა კახა კალაძემ დიდ დიღომში არსებული თბილისის მეორე ავტობაზა დაათვალიერა.

კახა კალაძე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელ პირებს გაესაუბრა და ავტოპარკში არსებული ავტობუსების მდგომარეობით დაინტერესდა.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გახდეს არა მარტო კომფორტული, არამედ პოპულარულიც, რისთვისაც მომდევნო წლებში არსებული ყვითელი ავტობუსების პარკი უნდა შეიცვალოს ევროპული ტიპის ტრანსპორტით.

“მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გავხადოთ არა მარტო კომფორტული, არამედ პოპულარულიც. ვაპირებთ არსებული ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლებას მომდევნო წლების განმავლობაში ევროპული, თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით.
143 ავტობუსი, რომელიც თბილისის მერიამ შემოიყვანა არის ძალიან კარგი, თუმცა ეს არ არის საკმარისი და მომდევნო წლებში მოგვიწევს მუშაობა, რომ ძველი, გაუბედურებული ყვითელი ავტობუსების პარკი ჩავანაცვლოთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებმა ახალ მერთან საუბრისას ხაზი გაუსვეს ახალი ლურჯი ავტობუსების კომფორტულობის საკითხს.

banner
წინა სტატიაშისაყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში კარდიოქირურგიის, ზოგადი ქირურგიის და ნეიროქირურგიის მიმართულებით ცვლილებები იგეგმება
შემდეგი სტატია2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 95 მილიონი ლარით იზრდება