კახა კალაძე – მკაცრად დაისჯება ყველა, ვინც გაბედავს არასწორი ნაბიჯები გადადგას

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი სექტემბერი 13, 2018 17:10

კახა კალაძე – მკაცრად დაისჯება ყველა, ვინც გაბედავს არასწორი ნაბიჯები გადადგას

თბილისის მერი და პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და მისი მოადგილის თანამდებობის დატოვებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „მკაცრად დაისჯება ყველა, ვინც გაბედავს არასწორი ნაბიჯები გადადგას“.

„ვიცი ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩნდება გარკვეული კითხვები და ასევე არსებობს აუდიოჩანაწერი მერთან და მის მოადგილესთან დაკავშირებით. გამოძიებაც დაწყებულია. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ უნდა დავარღვიოთ უდანაშაულობის პრეზუმპფცია, თუმცა, გადაწყვეტილება, რომელიც მერმა და მისმა მოადგილემ მიიღო, არის სწორი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არავის არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა კანონის მიღმა გაიხედოს და მიიღოს არასწორი გადაწყვეტილებები, რომელიც კანონთან მოდის წინააღმდეგობაში. ეს კატეგორიულად მიუღებელია პირადად ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის. ჩვენი გუნდისთვის მთავარია ის, რომ კანონი იყოს პირველ რიგში, ვიყოთ გამჭვირვალეები და ღია ყველასთვის. ჩვენ გვაქვს საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა და ამ ყველაფერს სჭირდება გაფრთხილება. არავის არ ეპატიება, რომ კანონს მიღმა რაღაც გადაწყვეტილებები მიიღოს. მკაცრად დაისჯება ყველა, ვინც გაბედავს არასწორი ნაბიჯები გადადგას“, – განაცხადა კალაძემ.

 

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი სექტემბერი 13, 2018 17:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,698
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics