14.3 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

კახა კალაძე: მიუხედავად ცილისწამებისა, დედაქალაქის მერია წლებია, რჩება ქვეყანაში ერთ-ერთ უწყებად, რომელიც გამჭვირვალედ მუშაობს

მიუხედავად ცილისწამებისა, დედაქალაქის მერია წლებია, რჩება ქვეყანაში ერთ-ერთ უწყებად, რომელიც გამჭვირვალედ მუშაობს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „დებატებში“ განაცხადა.

კალაძემ ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ წლებია, კონკრეტული ოპოზიციური პარტიები საუბრობენ მუნიციპალიტეტში შესაძლო კორუფციაზე, თუმცა ამ დრომდე ამის არც ერთი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი.

„ზოგადად, ყველაზე მარტივი პოლიტიკა ბრალდებების გაჟღერებაა. არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ხშირად აჟღერებენ მსგავსი ტიპის განცხადებებს. ცხრა წლის განმავლობაში ვისმენთ მხოლოდ ბრალდებებს და არა ფაქტებს, მტკიცებულებებს. ჩემთვის მთავარი პასუხია არა სიტყვები, არამედ კონკრეტული განხორციელებული პროექტები, ის საქმე და შედეგები, რასაც თბილისელები ყოველდღიურად ხედავენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად ცილისწამებისა, დედაქალაქის მერია წლებია, რჩება ქვეყანაში ერთ-ერთ უწყებად, რომელიც გამჭვირვალედ მუშაობს.

„ვიდრე დედაქალაქის მერი გავხდებოდი, მანამდეც იყო მსგავსი ტიპის შემოტევები, მანამდეც საუბრობდნენ სხვადასხვა მოგონილ საკითხებზე, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე. პირდაპირ გეტყვით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი უწყებაა, რომელიც აბსოლუტურად გამჭვირვალედ ფუნქციონირებს, იღებს გადაწყვეტილებებს და აკეთებს საქმეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშირუსეთი სომხეთიდან კურკოვანი ხილისა და ყურძნის იმპორტზე შეზღუდვებს აწესებს
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი: ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან მოლაპარაკებები სწრაფი ტემპით გრძელდება