კახა კალაძე მინდელის შახტაში გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

თბილისის მერი, კახა კალაძე ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„შემაძრწუნებელი ტრაგედია მოხდა კვლავ ტყიბულში. ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა შახტაში მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, საქართველოს“, – ნათქვამია კახა კალაძის განცხადებაში.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედურ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიტრაგედია ტყიბულში – “საქნახშირი” განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელის დამზადება-გასაღების და ყალბი აქციზური მარკების გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს