კახა კალაძე : მინდა, მივმართო ახალგაზრდებს, თავისუფლების ჟინი და მიზანსწრაფულობა არასოდეს დაგეკარგოთ

დღეს 13 ივნისია და ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ არ გავიხსენოთ ის, თუ რა მოხდა სამი წლის წინ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მძიმე იყო ის დღეები, რაც ჩვენს დედაქალაქში მოხდა.

„ჩვენ დავკარგეთ ადამიანები. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ შესაძლებელია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ის რაც დაინგრა, აღდგეს, მოწესრიგდეს, გალამაზდეს, თუმცა ადამიანების სიცოცხლეს, სამწუხაროდ ვერ დავაბრუნებთ. ასეთ ჭრილობებს დრო ნამდვილად ვერ აშუშებს, უბრალოდ ვეჩვევით ამ ჭრილობებით ცხოვრებას. მე არ შემიძლია არ აღვნიშნო ახალგაზრდების ერთობა, სოლიდარობა იმ დღეებში. თითოეულ ჩვენგანს ძალიან კარგად გვახსოვს, თუ როგორი იყო თანადგომა და როგორ ვიყავით გაერთიანებული თითოეული ჩვენგანი, როგორ ვმუშაობდით. ვაკეთებდით ყველაფერს, რომ მოგვეწესრიგებინა ის, რაც დანგრეული და გაუბედურებული იყო. მინდა, მივმართო ახალგაზრდებს, რომ მართლაც საოცარი თაობა მოდიხართ და გისურვებთ, რომ ეს თავისუფლების ჟინი, ერთობა და მიზანსწრაფულობა არასოდეს დაგეკარგოთ”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიინციდენტი საქალაქო სასამართლოში – ზაზა სარალიძის თანმხლები კიდევ ერთი პირი გამოიკითხა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე : მწვანე სივრცეების არსებობა ქალაქში უმნიშვნელოვანესია და რაღაც მიმართულებებით არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს